Friday, August 30, 2013

დროა *** საშა გველესიანი***

ხანდახან შლეგივით ვბრაზობ,
ხანდახან ბრიყვულად მიყვარს,
არეულ-დარეულ საზომს
გული, სულ სხვა გზაზე მიჰყავს.
დროა თავისუფლად სუნთქვის,
მინდა ღვინობისთვის თვეში,
სადმე დავეკარგო სურვილს,
მაწვიმდეს ბადაგის თქეში.
ცამდე ნაბიჯ-ნაბიჯ ავალ,
წვეთებს წამოვყვები წვიმის,
ვეძებ უშენობის წამალს,
ვეძებ დავიწყებულ ღიმილს.
მარანში სახლობას ვმართავ,
სანთლებად ავანთებ ფიქრებს,
ხომ ხედავ, აღარ ვარ ამ თავს,
გული მოიბრუნო იქნებ.
მინდა ყველაფერი გავდეს,
ბავშვურად ვარდისფერ სიზმარს,
თეთრი ნისლივით რომ დამდევს...
და მე... ამ სიზმრების ხიზანს.

ზესტაფონი
2012

No comments:

Post a Comment