Friday, August 30, 2013

დავითი ანუ არყოფნას _ ვაშინერს! *** საშა გველესიანი***

ჩიტის ფრთასავით იდუმალი და აწყობილი,

წუთისოფელი რას დაუშვებს, ან რას აკრძალავს,ბედისწერაა სამყაროზე გადამხობილი,იგი ჯერ მოკლავს, და პატივით მერე დაკრძალავს.. . . აქ ქარიშხლები ცხოვრობდნენ,თორზე სხლტებოდნენ ისრები,სიკვდილ-სიცოცხლე მოყვრობდნენ,ძმადნაფიცური ღირსებით.. . . ამ ყანწში, ვიცი პაპაჩემის სული ბობოქრობს,მაგრამ არ დავლევ, ვერ ავყვები ახლა ცდუნებას,სული გაძვირდა, იძლევიან ოცდაათ ოქროს,ვაშინერს! _ მხოლოდ საქართველო მესულდგმულება.მტერია ისე შინაური და უსახური, (მიწაზე ვდგავარ, ფეხს არ ვიცვლი ცოცხალი თავით)ასეთ მტერს, მგონი სხვა მტერიც კი არ იმსახურებს,სად ხარ მეფეო, ზარი რეკავს, სადა ხარ დავით!. . . გავარვარებულ ხელის გულებს მიწაზე ვუსვამ,იქნება სადმე, შენი ჩრდილის ნაგლეჯი დარჩა,დამარქვეს ლოთი, ვიყო ლოთი, შენთვის ვსვამ თუ ვსვამ,სისხლი დუღს, და გულს საზვარაკე კრავივით ხარშავს.ხმაურობს ფიქრი, სიჩუმე კი კვნესის ხმამაღლა,და ეს წვეთებიც არ გეგონოს დილის ნამცვრევი,დაუღლელ გულსაც შეძლებია თურმე გადაღლა,ეს მე ვარ, ველად გაფანტული ჩემი ნამსხვრევი.სად ხარ მეფეო, იქნებ კვალი მანიშნო გზაზე,გელათს ჭრიალებს, განჯის კარი, დანატოვარი,ყუით გადამკარ ხმალი, იქნებ მოვიდე აზრზე,მთვარე ღამეში დააბიჯებს როგორც მსტოვარი.ჩემი ყოველი ნაწილი და ნამცეცი გიხმობს,მოდი მეფეო, ახლა უნდა თავთუხს გალეწვა,სანამდე ღვარძლი იბევრებს და ძარღვებს გაგვიხმობს,მეფევ, ბატონო, მომეშველე, ფესვი დამეწვა.რამდენჯერ უნდა მოგინატრო, სიმწრით და ცრემლით, ჩემი ძახილი, მგლის ყმუილში ალბათ გერევა,ქვა კი ვარ, მაგრამ გავტეხილვარ, ხანდახან გრდემლით,დაგაგვიანდა . . . და ერთი დრო ქვასაც ერევა.. . . დედა შვილს თუ შობს, ამ მიწისთვის ზვარაკად შობდეს,და ხმლის ქნევაში გაიზარდოს სიყრმიდან ბავში,ჯერ არ მომხდარა, აქ, ბრძოლაში, ვინმე რომ მოკვდეს, უბრალოდ ვრჩებით, ქართველები, უკვდავებაში.ჩამოღადვრიათ ბინდისფერი მკერდი ჭიუხებს,თითქოს და ვეფხმა, კამეჩის ქედს ბრჭყალი ჩამოჰკრა,მე ვიცი, ერთ დღეს მოვა მეფე და დაიქუხებს, დამებედება უკვდავება, ან კი რა მომკლავს,გამწარდა ლუკმა, დავცოტავდით, ვინც ქართულს ვიტყვით,მარტო ვერ შევძლებ, დედაბოძად ჭერს რომ შევუდგე,სანთელი უნდა დავიკავო და კითხვა-კითხვით,ადამიანის, თან ქართველის, ძებნას შევუდგე.წყალი კი არ ვარ, შევირიო ჭუჭყი და ლაფი,სისხლი ვარ, წმინდა, ქართული და წუმპე მაშინებს,მოდი მეფეო, რომ არ გავხდე სხვისი ალაფი,სიცოცხლე მინდა! _ არ ყოფნას კი, მარად _ ვაშინერს!. . . აბჯარ ასხმულნი მივდივართ,დედაღვთისმშობლის მხარეს,ნახევარ ცაზე ჰკიდია,განცვიფრებული მთვარე.
თბილისი 2012

No comments:

Post a Comment