Friday, August 30, 2013

აუქციონი *** საშა გველესიანი***

შემომრჩა მიწა, ოდენი ნაბდის,
ჩემს თვალში ბეწვი, სხვაში – ქაცვია,რა ვქნა, სიმართლე შიშველი დადის,ტყუილს ძვირფასი ქურქი აცვია.. . .ჩამბერა სული, მახსოვს ინათა,ღმერთმა მტრედივით დამსვა ტაძარზე,თავისთან ახლოს მომცა ბინა დავარ ცის და მიწის გზაგასაყარზე.უხსოვარიდან ვიცნობ ლაჟვარდებს,სადაც არწივი ქართან ყირაობს,სული ზეცაში შლიდა ლაღ ვარდებს,ჩემში რაღაცას ახსოვს ირაო.და მაინც მიწა არის მთავარი,შიში სხეულში კედლებს აწყდება,ჯვარია მაღლა, თავშესაფარი,სადაც ეშმაკი სულს ვერ ასწვდება.სხეული იქნებ მოკვდეს, დაეცეს,ხმად დავრჩე მარტო, აქ სამყოფელი,ჩემს საავბედოდ თვალებს აცეცებს,გაუტანელი და ცრუ სოფელი.ერთ ზღვასაც შეიქმს, (ბედია ავი...)ცრემლი და სისხლი, რაც დამედინა,ასიათასჯერ მომკვეთა თავი,გველის ნაშობმა ჯალალედინმა..ზეცა დაღალა სოფლის ლაციცმა,ვარ უამური ამბის მომყოლი,აღარც თამარი და არც კაცის ხმა,მოსკდა ზღვასავით თათარ-მონღოლი.რვაჯერ გადამკრა თემურმა ხმალიდა ამოსუნთქვაც არ დამაცალა,მომიკლა ვაზი, სულის წამალი,ძლივს გაღიმებულს, ცრემლი მასწავლა.ბაზალეთის მზე სიკვდილს იმკიდა,გული გასკდება, ამდენს ვერ უძლებს,მე ამოვხევდი ბედის წიგნიდან,სირცხვილით სავსე სისხლიან ფურცლებს.საბედისწეროდ არეულიაცასთან, ვალის და სესხის დავთრები,ჩემს ნატერფალზე ეშმას უვლიადა სანამ ჩემი სისხლით დათვრება.მოდი უფალო, (შენ მომზილე და...)ვიდრე წილად ხვდა სული მაცილებს,გამომიყვანე თევზი, ჯილედან,ქვეყანას შენვე დაუნაწილე.. . .აჰა, საქართველოს სული და სხეული,(ხვალ ვინმემ, იქნებ ჭიქაც წაუქციოს,)სული მთელია და მიწა დახეული,ვაცხადებ უცხო და უფასო აუქციონს.თვალები საჩუქრად ყველაზე ვერაგ მტერს,სისხლით რომ ვერ ძღება და ბილწად თავხედობს,იქნებ იგრძნოს რამე და მიხვდეს ყველაფერს,ჩემი თვალებით რომ ამ მიწას დახედოს.დაჭერით ეს გული და დაუნაწილეთ,ვინც არც კი იცის თუ რაა სამშობლო,ასწავლეთ სითბო და სიცივეს აცილეთრომ არ გაიწიროს არასდროს საობლოდ.მკლავები, _ ვინც არ იცის გემო ჩახუტების,იმათ აჩუქეთ და მთებიც გაიხმობენ,დედებს დაასწავლეთ, _ ვეფხვებს ჩაუხტება,და ვეფხვის დედებთან, ჭირსაც გაიყოფენ.სული დედამიწას კვართად გადააცვით,მიწა განსპეტაკდეს რწმენის აღმართებად,ჩაუსხით ბარძიმში და ბადაგივით ასვით,ქართული სული,_ ყოფნის გამართლება.. . .შენს დაბრუნებას ბავშვივით ველი,მარტო ვართ მგონი, ღმერთო მე და შენ,როგორც სასმისი დაულეველი,ჩუმად ვინახავ სულში ზედაშეს.
2012

No comments:

Post a Comment