Saturday, October 2, 2010

გრძნობების წაგებული ვიქტორია! *რუსუდან კაიშაური*

გადაშლილი სივრცეა, ვით ბუნების პროфილი,
მშვიდ დროების იგრძნობა წამიერი მილევა...
კლდეთა მკაცრი მიმიკა საუცხოოდ იღვრება,
ზედ მიბნეულ სახლებში _ სიმარტივე მბრძანებლობს.
მესმის რაღაც ფრინველის უეცარი ძახილი,
მწერთა მთელი ორკესტრი ბალახებში ზეიმობს.
გონებაში ირევა ათასგვარი ნიუანსი...
უარს ვერ ვეუბნები ფიქრის თავისუფლებას _
ცის სიღრმეში ძერა კრთის, ვით გუგაში _ სისველე.
ხევში ჩაიძირება ჩემი ტანის სიმძიმე _
გადალღვება აზრებში მიკარგული თარეში,
ვიმედოვნებ _ ბავშვები, რომ ბადებენ სიახლეს,
მაგრამ იმედოვნებაც სამწუხაროდ მცდარია...
ოდნავ თვალებს შევასმევ ამ სიწყნარის ელექსირს,
კრედო ჩემი სულისა, ღამის ქარმა წაიღო,
მარტოსულმა ლანდებმა სიმწვანეში იძინეს,
ამ წყეული ბუნების მხოლოდ მესმის მისტიკა!
სხვა მე არცრა მაღელვებს, გარდა პირად განგების.
ეგოისტურ მანერის სქელ ტყავებში ჩავძვრები.
ეს ცხედრული სიჩუმე ლექსით დაისერება...
გარდაუვალ განცდათა დამასკდება ღვარცოფი,
თან კვლავ ეს სილამაზე დამადუმებს უეცრად
გააფთრებულ ხასიათს ეწირება გენები,
და ტრაфარეტულ ფონის მწველი უაღრესობა!
კონфლიქტური შეხვედრა ჩემს ავადმყოფ ხედვასთან,
_ ერთი განწყობილება _ მეორეში გადადის!
ცვალებადობს აღქმების მტკივნეული ორგანო,
ბნელ ქარვაში სიყვითლე იბზარება სიზანტით.
მოშვებული, დაღლილი ჩემი მიმტევებლობა!
განსწავლული გუმანი იტბორება ვნებებით
და ნელ-ნელა ვთავსდები მოხერხებულ ფორმაში!
_ კვლავ ბუნების სივრცეთა პროфილური გადაშლა,
კვლავ მილეულ სიმშვიდის წამიერი ეфექტი!..

1990 

No comments:

Post a Comment