Wednesday, October 6, 2010

და აი კვლავ *ვასო შონია*


და აი კვლავ!..
სამყაროსხელა ფიქრებს ერთ ჩანთაში ვკრავ,
წარსულს და მომავალს ერთი წვეთი სინანულის გარეშე ვკლავ...
და მათ შორის ჩარჩენილი,
ბედისწერას ხელში აყვანის ნებას ვრთავ...
* * *
და აი კითხვა!..
ბედისწერა არ არსებობსო!.. ვინ თქვა?!
ვის უღალატა ასე გრძნობამ?! ვის გაუმრუდდა ასე სიტყვა?!
ვინ დამაჯერებს ბედისწერისგან ხელში აყვანილს?!
ბედისწერაა ჩემი კუბოც!.. ჩემი ცხოვრებაც!.. ჩემი აკვანიც!..
და აი ისევ!..
მთიდან მთაზე სახტუნაოდ, ღრუბლის საკოცნელად ვიწევ...
გზის იდუმალებას, ზღვის მღელვარებას, ცის ბრწყინვალებას ვიძენ...
და მათი ყურმოჭრილი მონა
მათში ვიცოცხლებ, მათით ვიცოცხლებ... ჯვარს მათზე ვიწერ...
და აი ვიღაცა!..
ვიღაცამ სიტყვა მჭრელი და ნათელი გულში იტაცა,
დაუკავშირა ვიღაცამ გზა, მიზანი - მიწას, ცას
და სიყვარულით... სულით ჩემით...
დასნეულდა... და გაუხარდა ვიღაცას...
და აი მორიგი!..
განშორებით, უდიდესი ტკივილით, აუწერელ სიხარულს მოვიგებ,
სულს ვასუნთქებ, ღმერთს ვაცოცხლებ... სინდისს შუბლზე მოვირგებ
და სახით მისით... ცრემლით!..
მიწას დავნამავ, ხეს ვემთხვევი... და მუხლს მოვიდრეკ...
და აი თქვენ!..
გულს გტკენთ, ფიქრებს გტკენთ... ცხოვრებას გტკენთ!
სევდას გიღვივებთ, ცრემლებს გდენთ...
და ვფიცავ ფიცილს!..
ამით მხოლოდ ფრენას გასწავლით და გასხივოსნებთ...
და აი მე!..
ცივი და მსუბუქი, ცხელი და მძიმე!..
სულში უწყვეტი მაქვს ცრემლის წვიმა...
აააააააიიიიიიი!!! მომკიდა ბგერა სმენაზე
მთავარმა ნოტმა, მთავარმა სიმმა...
აააააააიიიიიიი!!! მომკიდა ხედვა მზერაზე
ყველაზე თბილმა, ყველაზე ძვირმა...
ააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!
შემინდეთ სუსტმაც, ძლიერმაც, გმირმაც...
აქ მირჩევნია გავნვლო ცხოვრება...
გავნვლო ცხოვრება ცხოვრების მიღმა...
* * *
და აი კვლავ!..
სამყაროსხელა ფიქრებს ერთ ჩანთაში ვკრავ,
წარსულს და მომავალს ერთი წვეთი სინანულის გარეშე ვკლავ...
და მათ შორის ჩარჩენილი,
ბედისწერას ხელში აყვანის ნებას ვრთავ...

No comments:

Post a Comment