Thursday, December 9, 2010

ფიქრის ძნა . . . **ირაკლი გაფრინდაშვილი**

ფიქრის ძნა ვკონე -
განცდა დავზვინე,
ვნება დავაძინე,
სიტყვა დავამძივე...


მწერე ბარათები -
გულზე დამათბები,
თუ გეღიმილები -
ჩაგეგვირილები ...


კოცნით გამაღვიძე,
კალთაში მაძინე,
მაჩუქე ჩემი ძე -
გულზე დამაწვინე...

2 comments: