Thursday, December 9, 2010

როცა... **ირაკლი გაფრინდაშვილი**

როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს ,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.

როცა ხვდები,რომ აღარ ხარ ერთი ,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი .
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს .

როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს ,
როცა ძილი აღარ გინდა მარტოს .
როცა ხვდები, რომ შენ უკვე სხვა ხარ,
მაშინ მზად ხარ, უთხრა:“მე მიყვარხარ!“

1 comment: