Monday, June 11, 2012

გათეთრებული რითმები ჩემი. <გუჯა ბიძია>


                       "White Rhythm", it's made by Robert Erskine.



მე ვკლავდი..
ვკლავდი , გულმოდგინებით  სურვილებს  ჩემსას
მრავალწერტილი რასაც კი ესვა...
მე  არიტმიას , რითმებს  ვაკლავდი,
რიტმში  ვმარხავდი.
არ ვინახავდი..
არც ვაპირებდი  რომ  სურვილები მეძებნა სადმე  
სად  გრძნობა  აბა  და  აბა , სად მე ?!
თუმცა კი სხვები ამჩნევდნენ  ალბათ..
ზოგი გულწრფელად, ზოგი კი ყალბად  
მაწევდენ  სიტყვას ,-ელოდნენ  ჰო, თქმას..
მირხევდნენ  რითმას..
ეს სხვები,სხვები .. თორემ მე  მხოლოდ იმას  ვხედავდი,
რომ  ხატს  ჩემით ვერ  გამოვჭედავდი..
და  ენთებოდათ  იმ  სხვებს თვალები  აურზაურზეც,
ერთ  ბეწო  ჩქამზეც..
ჩემს საფეთქელთან მიდებული გადაწეული ჩახმახის ხმაზეც..

 ..არ  ვიყავ სპეცი, და  მოყვარულის  დონეზე ალბათ , მე  მივდიოდი დანაშაულზე
მაინც  ვხვდებოდი - არც  ქონდა აზრი, ვინმეს ტიკტიკზე ანდა  ხმაურზე,
სახრჩობელასთან  ყულფის მაგივრად  ,ჩემს  გაწვდილ ყელზე  ყელსახვევი რომ მეკეთებინა
მჭიდრო ნასკვით და  მონდომებით,
სუნთქვა  შემკვროდა  ამ ყელსახვევის  დავიწროებით..
თუ მკვლელობაა, მკვლელობა იყოს, სადისტს რა მიგავს..მსხვერპლი რად უნდა მეწვალებინა ..
ვისთვის  რა უნდა მეხარებინა.
სადიზმი არის, - ახალშობილი რომ გამოაწრთო  სითბო - სიცივით, 
თუ  დაბადება , დაბადებითვე განწირულია  უკვე  სიკვდილით ..
ახალშობილი.. სიკვდილს რომ ხედავს ,მიტომაც ყვირის ,
მიტომაც ტირის..

и  вот  Гуманист, блядь..притом  сранный..
решил стрелнуть я..
странный  я..странный..
..სჯობს გაისროლო, ტყვია ესროლო  სურვილებს ნახმარს..
ნელა ვუშვებდი  ჩემს  საფეთქელთან  მიტანილ ჩახმახს,
ველოდი  მის  ხმას.
ალბათ   გავ - წე - ლე ,  გასროლაც  დროში..
მქონდა  გაწელვის, ეტყობა ხოში..
უდღეურსაც  ხომ უნდა  დღეობა,
ჰქონია  ფასი სულმოკლეობას,
დროში  გაწელილს ..ფასი ჰქონია სულ  ერთი გროშის...
ჯერ  ერთი  გროშის..
ტყვიას ველოდი  გარემოების
განმეორების, სულმოკლეობის..
უგრძნობელობით  ხელმოკლეობის
ტყვიას  ველოდი ..
..იმედის   წვეთი  თუ  მისველებდა გადამხმარ  ფიქრებს,
რომ  იქნებ მართლაც გაუზეთავი ფიქრის ჭრიალზე  გაღვიძებოდა იღბლის მეუფეს - შემთხვევითობას..
გადაღლილიყო უკუღმართობა,
და  იქნებ , მართლაც  ფუჭი გასროლა  შემორჩენოდა კვამლად საფეთქელს,
აცილებოდა  ტყვიის  საჭრეთელს.. 

ჰო.. ნება, ნება ვუშვებდი  ჩახმახს..
ახალშობილი   კი  ასწრებდა  და აგრძელებდა  თავისთვის  თამაშს 
და იზრდებოდა, ემსგავსებოდა  აშხვართულ  თამამს.
ემატებოდა  გროში  გროშზე და  ფერს იცვლიდა  სულმოკლეობა,
სურდა  დღეობა,სულგრძელობა  და  სულთამზეობა..
და  მრავლდებოდა   ფუჭი სროლებიც..
არ იცვლებოდა  მხოლოდ  როლები:
მე..საფეთქელი..ჩახმახი  და  კვამლის რგოლები..
და .. მიხაროდა  რომ აღარ  სჩანდა უკვე მიზანი,
რაც  რომ  გამოჩნდა ,რომ  ვერ  ვიცანი -
გადაეფარა  სამიზნეს  ჩემსას ,უხერხულობა, 
გაკვამლებული, დაბოლებული   უსასრულობა,
გადაეფარა  იმის  მიხვედრა:
-რომ  დუელს  მხოლოდ ერთი ჰყოლია  აქ მონაწილე..
-რომ  როლები ვერ გავანაწილე
-რომ  არ  სურს უკვე მიზანში ყოფნა მოპირდაპირეს ,
-რომ  ჩემს თავს ,მსურველს  და არა გულგრილს..უაზრობაა რაც დავუპირე..
-რომ გრძნობააშლილს, ამ  მოლოდინში  რაღაცით  დამთბარს , შემომეხვია  ჩემი  მსგავსი  და ჩემით  აცრილი შემთხვევითობა..
-რომ აღარ მინდა , ჩემი გაქრობით მისი გაქრობა!..
მე  აღარ  მინდა  ეს  პაექრობა!.. 

და  დგას  გასროლა..
ეჭვით  მიცქერის  ზომის  ამღებიც,  მე  -მეკუბოვე,
უკვირს , ჰო უკვირს ..ზომის  აღება  ხომ  თვითონ ვთხოვე..
და  სინანულით ,პირი  აქვს  ღია  გაჭრილ  სამარეს..
გაწბილებულა..რომ  მშიერ  პირში, გადარჩენილი ჩემი გრძნობები არ  ჩავაყარე..
ცოტა  მადროვეთ...
აჰა.. წაიღეთ ,  სადღაც  თრევისგან  გათეთრებული ჩემი რითმები..დაასაფლავეთ.
მე  კი  დამტოვეთ..
ეხლა  დამტოვეთ!!!..

09.06.2012. 

No comments:

Post a Comment