Sunday, June 10, 2012

გკითხულობ... **ნინი ელიაშვილი**


გკითხულობ...თითქოს აქ უნდა იყო.
სიცრუით სავსე სიმართლეს ვფერთხავ.
არეულ ქართან განაჩენს ვიყოფ,
რადგან ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა!
ჩანს სულერთია ამინდის ძალა...
ახლაც დაღლილი წვიმაა გარეთ.
მე დავივიწყე უფალი, მაგრამ
ჩვენ ერთმანეთით ამინდებს არ ვრევთ!
გკითხულობ...თითქოს აქ უნდა იყო.
თითქოს ვალდებულს წააგავს ზეცა,
რომ უნებლიედ შენს სუნთქვას მიყოფს,
რადგან სუნთქვისთვის შექმნილი მეც ვარ!
თუმცა სულერთი არ არის სიტყვა,
მე კი სულერთი დამრჩა ნათქვამი...
დაღლილ თავს ხელში თუ ვეღარ ვიყვან,
თუკი სავალი ვეღარ გავთვალე,
იცოდე, დაცლილ სივრცესთან მოვალ.
რომელმაც წილი ვერ გამოიყო.
სულში გამიჯდა ისეთი ხსოვნა,
გკითხულობ...თითქოს აქ უნდა იყო.

No comments:

Post a Comment