Monday, August 12, 2013

მოვედი ***ლინონი***


გიტარას მოცვეთია სიმები .. 
ლადებს ამჩნევია ნატანჯი ღამეები .. 
ზღვარს გადასულა ფიქრი .. 
გაურკვევლობიდან  უბრალო გადარჩენით ..  

ზარს მოცვეთია ღილაკი ..
როგორც ჩანს გულის კართან ბევრი ურეკიათ .. 
შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ..
ბუხართან ჭრელი პლედი ..
ირწევა წინ და უკან .. 

ოთახში იღება კარები ..
და ფარდა ღია სარკმელს ეკვრის მონატრებით .. 
სიმშვიდე მიზეზს ეძებს უკუნეთ ღამეში .. 
რომ დარჩეს, გადარჩეს და მოყვეს მონოლოგი .. 

მთვარემ აიწყვიტა სხივებზე ვნებები  .. 
ვარსკვლავებს შიკრიკებად  უგზავნის ალიონს ..  
ღამე სურვილების ალერსის მორევში .. 
ალებად შემოსილი განცდებად  დაიყო .. 

სიტყვებით ბევრ რამეს ვერ გეტყვი ..
წარმოსახვები მომავალს აგროვებს ..
ერთობა ლამაზი ფიქრები ..
სიმთვრალე-სიფხიზლესთან ზის და ნარდს აგორებს .. 

თვალებში სულამდე გიცქერი .. 
ცისარტელებით მზე როგორ თამაშობს ..
გახსოვს ბავშვობაში გითხარი .. 
მიყვარხარ ძალიან, გაკოცებ რა იყო ..

განვლილი არასოდეს მეორდება .. 
ვერავინ ვერ აგყვება ისე როგორც მხიბლავ ..
გადავდე ყველაფერის გაელვება .. 
შენამდე მოვალ და გეტყვი რომ მინდიხარ ..  

Friday, April 19, 2013

აგვისტო 2008 ***თამო ჯაფარიძე***


იყოს ნამდვილი სინამდვილე, როგორიც ღმერთი...
თეთნულდის ძირში სახლი გვედგას, მაჩუბის გვერდით,
იალაღებზე გვყავდეს ხარები,
შვილებს ათივეს ჰქონდეთ შენი ლურჯი თვალები....
სამას მეათე არაგველის დედა ვიყო, მოშურნეც მყავდეს...
სწვავდეთ მამული, დედულეთი, ცოლები ჰყავდეთ,
სოფლის ბოლოში გვედგას წისქვილი,-
ერთგულებას ფქვადეს და ფქვავდეს...
ბუხარი ენთოს, სახურავზე ცეკვავდეს კვამლი,
თვალი მეჭიროს ჭიშკრისაკენ და ჩემი კალთა
სავსე იყოს წიწილების წიავ- წიავით...
ქროდეს ნიავი, ბალახებს ვწნავდე,  
ენგურის წყალით ვზელდე მალამოს,
საქართველოს მოჭრილ მხრებზე  წამლად ვაფენდეთ,
კოდორის კართან კარავს შლიდე, ელოდე შვილებს,
მღეროდნენ ლილეს, ბრუნდებოდნენ,  გულში იკრავდე,
სამასმეათე არაგველის მამა იყო, გქონდეს სიმართლე....
ისე გიყვარდე, სამყაროს ცვლიდე....
...და  ტაბლას ვშლიდე, ჯვრებიანი ცხელი პურებით,
ყველა  შინ მყავდეთ, გული  გულობდეს,
კარებს აღებდე და  ჩვენს  სახლში
ღმერთი  სტუმრობდეს...

2008 წ. სვანეთი.

Tuesday, April 9, 2013

სააპრილო ♥ ♥ თამო ჯაფარიძე ♥ ♥


სიტყვას აღარ  აქვს სისხლის ძალა,-  მუსიკას ვუხმობ . ..
არ  მინდა ცაში ატყორცნილი  ქუდების ექომ
აშალოს  ვერცხლის  მავთულებზე მერცხლის ნოტები,
თუ არ მოვკვდები,
ვერ  შეგელევი...
მოგაქვს  მზეების ლურჯი მეწყერი,
მეღვრები  მიწით სავსე  სხეულზე, მარცვლად ვიბნევი,
ახლა იმდენი სათქმელი მაქვს  ხელისგულებზე,
გადაირევი...
თმას  მზესუმზირის  ცეცხლი მიწვავს, გულს გაზაფხული,
დახანძრულია  ღამე  მზიანი და უშენობის
ჰაერი დგას
შენი  ხმაურით...
დაჭიმულია სიტყვის სიმები,  თასმები ლექსის...
ვერ ვთქვი- მთავარი  სანანებელი  გოდება ვერ ვთქვი,
მებრძვი  დიადო, უკურნებელო  სიყვარულო,
ბოლომდე  მებრძვი....
აჰა, ხმალი!
და მოკვეცილი ჩემი ნაწნავი,- ბეწვის ხიდი
გადააფინე  სიკვდილის ღიობს,
გნებდები, ოღონდ  არ გააჩუმო,
სიცოცხლის  წამი,-
ჩემი აპრილის  ქვის ვიოლინო....
1980 წელი; გაზეთი- "რიჰო".

Sunday, March 17, 2013

По улице моей который год ** Белла Ахмадулина**


По улице моей который год
звучат шаги - мои друзья уходят.
Друзей моих медлительный уход
той темноте за окнами угоден.

Запущены моих друзей дела,
нет в их домах ни музыки, ни пенья,
и лишь, как прежде, девочки Дега
голубенькие оправляют перья.

Ну что ж, ну что ж, да не разбудит страх
вас, беззащитных, среди этой ночи.
К предательству таинственная страсть,
друзья мои, туманит ваши очи.

О одиночество, как твой характер крут!
Посверкивая циркулем железным,
как холодно ты замыкаешь круг,
не внемля увереньям бесполезным.

Так призови меня и награди!
Твой баловень, обласканный тобою,
утешусь, прислонясь к твоей груди,
умоюсь твоей стужей голубою.

Дай стать на цыпочки в твоем лесу,
на том конце замедленного жеста
найти листву, и поднести к лицу,
и ощутить сиротство, как блаженство.

Даруй мне тишь твоих библиотек,
твоих концертов строгие мотивы,
и - мудрая - я позабуду тех,
кто умерли или доселе живы.

И я познаю мудрость и печаль,
свой тайный смысл доверят мне предметы.
Природа, прислонясь к моим плечам,
объявит свои детские секреты.

И вот тогда - из слез, из темноты,
из бедного невежества былого
друзей моих прекрасные черты
появятся и растворятся снова.

1959 


Friday, March 15, 2013

როცა საკუთარ თავს საკუთარ თავშიც ვეღარ ვემალები... ♥ ♥ ცირა ბარბაქაძე ♥ ♥


 * * * 
როცა საკუთარ თავს სკუთარ თავშიც ვეღარ ვემალები...
როცა ყველა გასაქცევი გზა გავაუქმე...
როცა იმდენჯერ ვთქვი: წავედი,
რომ ამ სიტყვას შევძინე ახალი მნიშვნელობა:
მალე მოვბრუნდები...
როცა ისე სავსე ვარ შენით,
რომ სხვა ყველაფრისგან დავცარიელდი...
როცა აღარც შორს ხარ და აღარც _ შორიახლოს...
არამედ _ ჩემში...

როცა აღარაფერი მეკითხება...
ჭკუა _ მით უფრო...

ც.ბ. 14.03.2013

Tuesday, March 12, 2013

არაგვო! **ლევან ქერდიყოშვილი**


 არაგვო, არაგვო, კლდეებს თუ არ ანგრევ,
ხანდახან მგონია ცხოვრებას ნებდები.
ვიხსენებ იმ სამას მეომარ არაგველს
პრიალა ხანჯალს რომ აჩენდა ნაბდიდან...

და მერე იმ ხანჯლის წვერებზე დუშმანთან
ერთად ზედ სიკვდილიც უნდობლად ააგეს,
დღეს ისევ ცოცხლობენ, ბორგავენ და შენი
ზვირთები ბუბუნიც სხვა წყლისას არა გავს.

მაკვირვებს თუ კლდეებს ხანდახან არ ანგრევ,
ბიჭები წავიდნენ და დარჩნენ კრწანისთან,
სიკვდილმა იმ სამას მეომარ არაგველს
სოცოცხლე ჩაჰბერა ახალი ძალით დაშენც იცი,
ნაცნობი სუნი აქვს იარაღს,
არაგვო, ცხოვრებას დანებდე - არა ღირს!

09/01/2013
მცხეთა (ს/ც 152)

Saturday, February 16, 2013

*** ნინი ელიაშვილი ***


ქუჩები დავღალე.. ქარიანს, ნაღვლიანს -
მინდოდა მეპოვნა საჩემო ადგილი.
ყველას ვიღაცა ჰყავს და ყველას სახლი აქვს..
ფურცლებს ვეფერები, ლექსებს კი დავტირი.
შენს სახლთან მოვდივარ და მომაქვს ცრემლები,
ღმერთო, აკინძული ერთ უბის წიგნაკში.
აქაც დაგდგომიან ერთგული მცველები,
გაქნილნი შენამდე მოსატან სიტყვაში.
რა ვუყო სიმაღლეს, რომელიც მარგუნე?
ნუთუ ყველაფერზე მეც თვალი დავხუჭო??
სიცოცხლეს, კვლავ, როგორც უდაბნოს გავყურებ.
მაინც მეშინია, რომ არ გავაფუჭო
რამე, რაც აცოცხლებს, ახარებს დანარჩენ
სამყაროს და მე კი დღითიდღე ვიცვლები;
უკვე აღარ ვცდილობ - ვიცოცხლო, გადავრჩე,
ვაშენო, ვითვალო წლები და რიცხვები.
არეულ ამინდებს ვუხდები გიჟივით
და როცა მგონია ვიპოვე რაღაცა,
ქარი მესალმება ჩვეული სიცივით.
ქარია! ქარია! რომელმაც გამძარცვა.
შენს სახლთან მოვდივარ და მომაქვს სიგიჟე,
ღმერთო, აკინძული ერთ უბის წიგნაკში..
სითბო და სიცოცხლე მე ვერ ავითვისე,
ვდგავარ გაყინული ისევ შენს წინაშე...