Sunday, October 13, 2013

მე წავალ ***ნინო ალადაშვილი***

მე წავალ მაშინ, როცა გული სიყვარულით სავსე მექნება - 
და არ შევხვდები სიკვდილს დაღლილ, ცარიელ გულით.
მე წავალ, სანამ ფრთებთან ერთად ფრენა ისევ მემახსოვრება - 
შევეგებები სიკვდილს ცაში, ჩიტებთან ერთად.
მე წავალ, როცა ცელქ თვალებში სიხარულის ცეცხლი მენთება -
ვერ დაინახავს ჩემს სევდისფერ თვალებს სიკვდილი.
მე წავალ, როცა თმას ყვავილის, მზის სურნელი ისევ ექნება -
დავხვდები სიკვდილს სასთუმალზე, გაშლილი თმებით.
მე წავალ მაშინ, როცა ბაგეს კვლავ უნაბის ფერი ედება -
ამოიკითხავს ჩემს ბაგეზე სიკვდილი სიტყვებს:
"მე ისევ მიყვარს! "

13 ოქტომბერი, 2013 წელი

2 comments:

  1. მე ისევ მიყვარს, მე ისევ მიყვარს, მე ისევ მიყვარს !
    მოგანდობ ჭისკარს, მოგანდობ ცისკარს, მოგანდობ ღვთის კარს !
    მე ისევ იქ ვარ, მე ისევ იქ ვარ , მე ისევ იქ ვარ !
    მე ისევ ის ვარს, მე ისევ ის ვარს, მე ისევ ის ვარს !
    მე ისევ მიყვარს, მე ისევ მიყვარს, მე ისევ მიყვარს !
    მე ისევ მიყვარს ! ;-)

    ReplyDelete