Sunday, October 16, 2011

ტერენტი გრანელის უკანასკნელი მონოლოგი ***ლია რუსიაშვილი***


 მარადისობა     მიმზერს
 და საღამოა გრილი.
 გათოშილ ხელებს ვიშვერ
 და ვეფერები თბილისს...

შემოაქვთ როიალი,
სხეულს ვაყუჩებ მტკივანს.
უკრავს უცნობი ქალი
და მე რატომღაც, მცივა!

ვიგონებ წარსულ მაისს,
შუაღამისას ვდგები.
მაინც მიმიხმობს საით
ხმა მომაკვდავი გედის?

მოვა ასული ერთი,
უცხო და მოალერსე
და დამისვენებს ფერხთით
ჩემს გაფითრებულ ლექსებს.

იქ სითეთრეა მარტო
და ლოლუები ყვავის.
ქანაობს შიშველ ტოტზე
ჩემი  ძვირფასი ყვავი.

 სძინავს  გათვალულ ქალაქს,
 ვიღაც ხმაურით დადის.
 აქ  ჯიბგირები  წვანან,
 მე  მეშინია დანის!!!

 დროა სიზმარში შესვლის,
 ჩნდება ცისფერი ორთქლი.
 მოდის ხალათი თეთრი,
 მე  მეშინია მოკვლის!!!

 ვიღაც შუქისკენ უხვევს
 და მეც მივყვები რიდით.
 და მაგონდება უცებ,
 თეთრი მუხრანის ხიდი.

 აქ  მზეებია ბევრი
 და მიძვრებიან თავში!
 მთვარის სონატას მღერის
 ცისფერთმიანი  ბავშვი.

 მარადისობა მიმზერს
 და საღამოა გრილი.
 გათოშილ  ხელებს ვიშვერ
 და  ვეფერები თბილისს...

 ისევ ეცემა ფიფქი
 ჩემს გაყვითლებულ ქალას.
 უკანასკნელად ვიცდი
 და მერე, ალბათ– წავალ!

 ჩემს ნაფეხურებს წაშლის
 ქარი ზიზღის და თრთოლის.
 მე ვიმალები  ქვაში...
 და ეულია თოვლი...

 გარინდულია  ზეცა
 და მე  აღარ  ვგრძნობ  ტკივილს.
 თეთრ ფილაქანზე ცეკვავს
 მივიწყებული ჩრდილი.

 მე  ფოთოლი ვარ სველი
 და გატეხილი  ჩელო.
 ჰე,  უცრემლობა გშვენის
 შემოღამებავ  ჩემო...
                                        P.M.    ტილოს ავტორი კორნელი სანაძე

9 comments:

  1. მე ვიმალები ქვაში...
    და ეულია თოვლი...

    ReplyDelete
  2. ძალიან ლამაზია და გრანელისეული თანაც :)

    ReplyDelete
  3. მაგ ლექსიდანვეა. ყველაზე რეალური რაც არის ტექსტში.თამო.

    ReplyDelete
  4. ხო, ვიცი ამ ლესიდან რომაა :* :*

    "მარადისობა მიმზერს
    და საღამოა გრილი.
    გათოშილ ხელებს ვიშვერ
    და ვეფერები თბილისს..."

    ესეც ძალიან ტერენტისეულია
    არ ვიცნობდი ლია რუსიაშვილს, ამ ლექსით გავიცანი და მოვიხიბლე, გააცოცხლა ტერენტი <3

    ReplyDelete
  5. საოცარია... ეგ ფრაზა ჩემ სურათს დავურთე. მეც მომეწონა.მოგონებად ამ მცირე დროს გავიყოლებ, როცა ამ ლექსებს ვკითხულობდი.თამა.

    ReplyDelete
  6. გენაცვალე თაამ, კარგი გოგო ხარ ძალიან :* :*

    ReplyDelete
  7. ყოველ დღე ვკიტხულობ ამ ლექქსს ძალიან მომწონს.მადლობა ლელა. გრანელის თითქმის ყველა ლექსი ვიცოდი ეს გამომრჩა ალბათ ან ახალი აღმოჩენაა.

    ReplyDelete
  8. ჩემო ძვირფასო ანონიმო, იცი რომ მეც შენსავით დამემართა? პირველად რომ წავიკითხე გრანელის მეგონა მეც :))
    ლია რუსიაშვილია ავტორი. ალბათ ტერენტიც ასე დაწერდა თავის უკანასკნელ მონოლოგს, აფერუმ გრანელის სულში ლიას წვდომას, ულამაზესი ლექსი დაწერა :) :*

    ReplyDelete
  9. თამა ვარ ლელა.:) ვიფიქრე მისი არ იყო. მართლაც საოცარია. ნამდვილად გამიკვირდა. თ ა მ ო...

    ReplyDelete