Thursday, October 6, 2011

შენ სხვა ხარ... ***გუჯა ბიძია***


შენ როგორი ხარ?..
ან რატომა ხარ ..
რას მეკითხები,
აგე თვალები პასუხს მოგცემენ,
თუნდაც დახრილი  მაინც გამცემენ
და გამჭირვალე  სურვილებს ჩემსას  აღერილ  ტანზე ჩამოგაცმევენ
სანთელივით ხარ მართლაც.. სანთელი,
სამყარო  მთელი
შენი სხეული  ასანთებად  და ჩასაწვავად გამზადებული..
და ამ  სურვილთან  დაზავებული
მართლაც სანთელი-
არ ჰგევხარ ბალახს ფეხით გათელილს,
არც  დამდგარ  ტბას   და არც ანარეკლს მასში  მთვარის ,გაჭედილს
თუ გადაწოლილს..
სიბრძნეს  გაცვეთილს თუ გამოწოვილს..
თუ ხელის მშვიდი მოძრაობით ლექსად გაწერილს,
ან ჩრდილს მოღალულს უკან დევნით  დუნედ გაწელილს
არა  არ ჰგევხარ..
არა..სულ სხვა ხარ..

აკვირტებული..ახეთქებული..
როგორ საყვარლად აცეტებული
სურვილსაღერღერაღერებული
ნდომა ლაქებით აჭრელებული
სუნთქვაწყვეტილად ამღერებული
დედაბუნებააფეთქებულიიი..
გინდა.. მიყვარდე
გინდა.. გიყვარდე
და რომ ეს გრძნობა
სხვისას  არ  ჰგავდეს

რას ვამბობ მართლაც და რეებს მართლაც  გიპირისპირებ
ია ხარ თქო ვთქვა?..თუ მზე მეთქი..თუ ცა?
მე დავიფიცებ..დიაღაც  ვფიცავ..
აბა მომხედე..ააა..თვალებმა გაგცა..
სხვა გინდა გითხრა ..ჰო სხვას ვაპირებ
როგორ მიღიმი..მიღიმი როგოორ,
როგორ საყვარლად გადამიბირებ..

აბა  გითხრა ..რომ აშლილ საწოლზე
ოდნავ ჩავარდნილ ორმოს გამსგავსებ?
რომ სურს ავსება 
კვლავ, გადავსება,
ხელის დადებით ეხლაც  რომ  ვავსებ
და სითბო მყვება შენი სხეულის..
გიჟმაჟისა და გარდარეულის
 როგორ გიყვარდი..
ეხლა..ერთი წამის წინ..ჰო სულ ეხლახან
და სულ ესე ხარ..განა ხანდახან.
როგორ გიყვარდი..?
რომ გითხრა გინდა?
 ჰმ..თვალს რომ ხუჭავდი
სუნთქვა გეკვროდა და ვერ სუნთქავდი
ვნებით მხუთავდი
გაგეხილა და დაინახავდი..
ჩემი თვალებით დაინახავდი..
საძაგელი ვარ ..ჰო საძაგელი..
ვითომც  და ვითომ..
ნათქვამზე  ვითომც
გამიბრაზდი და.. კი მომეფერე
მიმომეფერე..მომისურვილე
მომინდომე და მომიწყურვილე..
არადა მართლაც გამომიძებნე ზუსტად სახელი..
როგორ მშვიდად ვარ შენი მნახველი
მე საძაგელი..
როგორ მშვიდად ვაარ .. სურვილამწვარი  დილის მნახველი..!!
და უკვე ვხვდები 
შენი თვალების ცელქი ჭინკების წერა გავხდები
და მართლაც ვხდები..
ამ ჩემს მოგონილ გულგრილობის ფარდას გადასწევ,
ნდომით გავსებულ ტალღას დაარწევ,
ყველა ღმერთქალის მაგივრობას  შენ ერთი  გასწევ,
ყველა სხვა სურვილს რასაც არ ასდის შენი სურნელი ჩამომაცილებ
შენს თავს ვერც ღმერთი, ვეღარც ეშმაკი ვერ მომაცილებს..
სულ სხვა ხარ..სხვა ხარ..
როგორ მიყვარხარ..


video

8 comments:

  1. ულამაზესი ლექსია, სულს ათბობს, გავიწყებს დარდს და წყენას.

    ReplyDelete
  2. გეთანხმები, მართლა ულამაზესია :*
    ჩემო ძვირფასო ანონიმო, თუ არ შეწუხდები შენი სახელი მიაწერე ხოლმე პოსტებს, ხომ უნდა ვიცოდე როგორ მოგმართო :) არ მითხრა ეხლა ანონიმი დამიძახეო :)

    ReplyDelete
  3. თამო დამიძახე,თუმცა სად დამიძახებ ეხლა:)... ალბათ უფრო მომმართავ.ანონიმურობა არ მხიბლავს. მადლობა ლელა.

    ReplyDelete
  4. გაიხარე თამუნია, დარეგისტრირებული როცა შემოდიხარ გიწერს შენს სახელს :* :*

    ReplyDelete
  5. არ დავრეგისტრირდი შეგნებულად, სათქმელი ბევრია ხოდა ჩუმად ყოფნა ვარჩიე. კითხვა უფრო მსიამოვნებს. სიყვარულით თამუნია.....

    ReplyDelete
  6. თამუნიაა, საყვარელი ხარ ძაალიან, დუმილი - ყველაფრის მთქმელი ჯობია სიტყვების უაზრო კორიანტელს :* :* <3

    ReplyDelete
  7. http://www.youtube.com/watch?v=-R-A6t3XKeo&feature=related

    ReplyDelete
  8. ესეც უხდება რაღათქმაუნდა, ამასაც დავდებ აქვე, მადლოობ :*

    ReplyDelete