Friday, September 23, 2011

შენ რომ დაგანახა..).. **გუჯა ბიძია**



შენ რომ დაგანახა ეხლა ,
როგორ ვიღიმები..
სულში სიამის
მიჟღერენ სიმები,
გულო თბილად.. ტკბილად,
როგორ მეწურები,
სიზმარო ამიხდი..
მესურვილები..
შენ რო დაგანახააა
რას მიგავს თვალები-
დაღლილი,გაბზარული
და განაწამები-
როგორ გამოცვალეე
..კი არ მემტერები-
ყინულის ნატეხი
გამილღვე მოფერებით.
შორით მოფერებით
სული გამინათე,
ჩემო..მშობლიურო
რა თვალით დამინახე..
შენ რომ დაგანახააა,
რაც მე დავინახე..
რაც შენ მაპოვნინე
და რაც შევინახე ..
რაც შემატყობინე
რაც შენ გამიმხილე
რაც შენ მომანდე
და მაგრძნობინე..

შენ რომ დაგანახაა
როგორ ვიღიმები..
ამიყვავილდები
გამიგვირილდები...

7 comments:

  1. ra bednieria is visac am shegrznebit tvalebi ubrwyinavs.

    ReplyDelete
  2. უბედნიერესი :)

    ReplyDelete
  3. ბედნიერება დაიბადა სადღაც ფარულად, წვიმიან ღამით თურმე ჩემთან გამოპარულა, სამი დღე ღამე მოფრინავდა როგორც პეპელა... და რომ მოფრინდა კართან, გული გადაეფერა. გაიხარე ლელა ლამაზი ლექსებია.

    ReplyDelete
  4. მადლობა შენ, აზრი რომ გამოთქვი :*
    აქ ჩემს საყვარელ ლექსებს ვუყრი თავს, ძალიან ბედნიერი ვარ როცა ვიგებ, რომ სხვებსაც სიამოვნებთ აქ შემოხედვა :) :*

    ReplyDelete
  5. მე სულ ვკითხულობ ამ ლექსებს. მადლობა შენ.

    ReplyDelete
  6. ძალიან მომწონს :)

    ReplyDelete