Saturday, March 31, 2012

ჩემებურად... ♥♥ნინი ჩეხელი♥♥


ისე ვარ,როგორც ტკივილის მაცნე-
ლექსში ჩაღვრილი სულით ხორცამდე.
წამებს ისეთი სიზუსტით ვაცდენ,
მე და ჩემს ლექსებს ამოგვხოცავენ...


ახლა მე ვცოცხლობ,რაც შემიძლია;
რაც შემიძლია მიჭირავს ნერვი!
ტკივილი ვზარდო - არ შემიშლიან
ჩუმი ლექსები,ნათქვამზე ბევრი.


კვლავ შეუცვლელი გრძნობა მაქვს ბრაზის.
ვერაფერს ვამბობ...მათ არ იციან,
ზურგზე რომ მუდამ ეშმაკი მაზის
და წარმართები ნიღბებს მიცვლიან.


ვხვდები,ცხოვრებას უაზროდ ვაცდენ!
ლექსების ფერი დამედო ,მგონი...
ისე ვარ,როგორც სიმართლის მაცნე
და არ მივარგა,რამე ვთქვა,ტონი.


ქალაქი ქანაობს ჩემს თავზე,-ცოდვილი.
გასაქცევია,მართლაც რომ,არსად.
ისევ და ისევ არაფრის ლოდინი-
ვგრძნობ,დამიჯდება სიმშვიდის ფასად.


ისე ვარ,როგორც ტკივილის მაცნე,
რომ ეჩქარება დაწყვიტოს გული.
მე კი ვახარე და ჯვარზე მაცვეს...
-ახლა მამძიმებს ათასი წყლული.


რაც შემიძლია ისე ვარსებობ...
-შეუძლებელი რაღაა აბა?!
ზეცამ რომ ლექსი გადმომაწეროს,
მერე ჩემებურ ტკივილში გავბან.


რაღაც უაზრო დოგმა რომ მმართავს,
წელში მოხრილი დამიდგა წელი.
კვლავ შეუმჩნევლად რომ ვუშვებ მარხვას,
სასიკეთოსაც არაფერს ველი!


ისე ვარ,როგორც ტკივილის მაცნე-
ლექსში ჩაღვრილი სულით ხორცამდე.
წამებს ისეთი სიზუსტით ვაცდენ,
მე და ჩემს ლექსებს ამოგვხოცავენ...

No comments:

Post a Comment