Monday, December 26, 2011

*** კატო ჩულაშვილი



ხელიდან წასული
ფეხს ვითრევ შენამდე,
სუდარა მოვირგე
მინდვრის ყვავილების..
მე გარდავიცვალე,
შენს არსებობაში
და ვტოვებ ნაკვალევს
მსუბუქს და არეულს...

რიჟრაჟი მაცალე, 
მზის სხივი წაგიშლის
ჭორფლიან სამხილებს
ცოდვიან მთვარეულს...

იქ უჩვეულოა მზერა უმაძღართა,
იქ ისმის ჩურჩული უცხო ნაბიჯების... 
მე გარდავიცვალე
შენს არსებობაში,
ზღაპრული ამბორიც
ვერაფერს გვიშველის...

1 comment:

  1. ვმალავ ყველა განცდას და ყველა სურვილებს, შენ ჩემ ცხოვრებაში ნიღაბით გატარე,მე შენი ალერსი ახლა ისე მინდა, უბრალო ამბორიც კი გამაფერადებს.თამა.

    ReplyDelete