Thursday, December 15, 2011

ფხა-ფიქრი ***ლევან ქერდიყოშვილი.***


თეთრი ღამეების ხათრით,
შავ-თეთრ განთიადებს ვხატავ.
მაღრჩობს უთქმელობის თევზის
ყელში გაჩხერილი ფხა და
უნდა გადავახტე ყოველ
ხელში შეჩეჩებულ დღესაც,
უნდა გავიყოლო თრევით
მთვარის ღამეული კვნესა.

დღეს კი მზერის მიღმა ბაღი
ვალად მოთმინებას მადებს -
ვხედავ ხეტიალით დაღლილ
ძველი პოეტების ლანდებს.

ჰოდა თევზის სათქმელს ალბათ
ამბობს გაჩხერილი ფხა და
სიტყვა შემაჩეჩეს ყალბი -
ვდგავარ, უთქმელობებს ვხატავ!



ლევან ქერდიყოშვილი.
13.12.2011 წელი.
თბიულისი, ღამე...

4 comments:

  1. ჯერ არასოდეს წარმომითქვამს შენი სახელი.
    ბგერებს, რომლებიც მაგიური გამხდარან, ვყლაპავ
    არა იმგვარად როგორც პურს ან ღვინოს ან ჰაერს,
    ვიხრჩობი, რადგან მადგებიან ისინი ყელზე

    ReplyDelete
  2. ვიფიქრე ასეთი შუალედის შემდეგ. შენ დადებულ ლექსს ვეღარ წავიკითხავდი. გამეხრდა წუხელ რომ ვნახე. ძალიან მომეწონა. ეგღა მოვიფიქრე... თამო.

    ReplyDelete
  3. გაიხარე თამო :)
    ლექსი სულის ნაწილიაა, დაბადებიდან ან გაქვს ან არა :)
    ჰოდა თუ გაქვს, მაგ შემთხვევაში შუალედები მხოლოდ მონატრების გასამძაფრებლად ხდებიან ხოლმე თავისთავად. თანაც გზად ისეთი ლექსი თუ არ გადამეყარა, სულს რომ ამიფორიაქებს, ვერაფერს ვდებ მაგ დროს :)
    მიხარია ასე რომ ელოდები განახლებებს :* :* ♥ ♥

    ReplyDelete