Saturday, August 20, 2011

• • • ზვიად კეჭაყმაძე





როგორ მინდოდა, როგორ მომინდა...
შენი ღიმილი მენახა ახლა...
ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,
შენი თვალების ხელახლა ნახვა...

ისევ დავეძებ,
წყალზე ნაბიჯებს...
ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,
ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...
და მონატრება ამაღრიალებს...

ეხლა შორსა ხარ...
და ვეღარ გხედავ...
დღეც ისევ ცრემლებმორეულია,
შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..
და შენზე ფიქრიც შორეულია...

მიყვარხარ ახლა,
როგორც არასდროს...
მაინც გეძახი, თუცა შორიდან...
შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს...
არადა, შენი კოცნა მომინდა...

არ ვარ უგულო...
და არ ვარ მკაცრი...
და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...
თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...
ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...

შენზე ფიქრები
სევდას ასველებს...
ისევ დაიწყო დილა მორიგი...
შენი ტუჩები კოცნას მახსენებს,
ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...

No comments:

Post a Comment