Wednesday, June 1, 2011

ცირა ბარბაქაძე _ როცა წერა გაწონასწორებს...



როცა წერა გაწონასწორებს...
როცა კი არ ცხოვრობ,
არამედ გადაწყვიტე,
უფრო მარტივია,
როცა სიტყვებით თამაშობ,
განცდებით თამაშობ,
საკუთარი თავით თამაშობ....

სცენაზე ხარ!

წერ... თითქოს ცირკის არენაზე
თოკზე დადიხარ,
გრძელი ჭოკი გიჭირავს ხელში _
იქით  გადასწევ,
საითკენაც ამსუბუქდები...

სიტყვები შენი თოკებია,
წელზე მობმული...
გადახტომისას დაცული ხარ _
იქამდე ჩახვალ, სადამდისაც სიტყვა გაგიშვებს...

ცხოვრების შიშმა გამოგკეტა ამ ცხრაკლიტულში...
და ახლა, როცა, ციხის მცველმა
ცხრა გასაღები ჩაგაბარა...
ნეტავ
რას
იზამ...
?

 2011 წლის 01 06, ოთხშაბათი

1 comment: