ვეღარა სცნობ გზას და ხიდებს,
იდუმალი დარდი ხარ,
სიყვარულის გადამკიდე
სხვა სივრცეში ანთიხარ.
შეიცვალა მელოდია
ვარსკვლავების,მიმქრალის.
შენს კოსმოსში შემოდიან
სხვა ექო და სიზმარი.
რომ გწყურია და რომ ელი-
შენი ბედი ეს არი…
შენი გული მწყალობელი
ფეთქავს დაჭრილ მზესავით.
სხვა ნათელი და სხვა ბინდი,
სხვა ქარი და ფიფქები.
სიყვარულის გადამკიდე
მუდამ ღმერთთან იქნები.
No comments:
Post a Comment