Wednesday, January 4, 2012

*** ♥ კატო ჩულაშვილი ♥





სამად - სამიო! -
ოქროს თევზმა,
არ ვებრალები 
სურვილების ტყვე მებადური...
ჰოდა, ვისურვე 
სამი ოქროს თევზი
სამი ძვირფასი ნადავლისთვის,
გზა და გზა რომ გამოვტაცე ცხოვრებას...

ჩემი სხეულის ნაგლეჯები
დავახარისხე,
გადავთვალე,
ავწონ-დავწონე.
ოქროს ვარაყით გადავბინდე სამი ალმასი...
დრო მოვა,
სამ ოქროს თევზს აქვირითებენ
უსუფთავეს ხელისგულებზე...
მე ჩამოვჯდები ზღვის ნაპირას
ბადით ხელში...
ტალღა დამაცრის
მონატრებას
სამი ტკივილის.

No comments:

Post a Comment