Monday, June 11, 2012

მე ვინ ვარ ?!.. [Lino Ni]



რამდენი რამე ვისწავლე, გრძნობა, ცხოვრება, სიმწარე...
ხანდახან ღმერთი ვიწამე და ხშირად ბრმასაც მივბაძე...
რამდენჯერ ფერი ვიცვალე სიყვარულთანაც ვიმგზავრე...
არადა არ მითხოვია, მათხოვარს, რომ დავიბადე ..

იქნებ ვიღაცის ფიქრი ვარ, მეხსიერების კამათი ..
დრო და დრო განათებული, სულის ხანგრძლივი დანართი ..
თავისუფალი ნება ვარ,  ხშირად ვერ გამართლებული ..
ბრძოლა ჩემთავთან მომინდა და ამიტომაც დავვარდი ..  

ერთხელ უეცრად ჩემს გულში აღმოვაჩინე სამყარო ..
ისეთი მშვენიერია ვცდილობ არასდროს დავსვარო ..
მე ვინ ვარ?!  შემოქმედია უსასრულობის საწყისი ..
მე ვინ ვარ?!  ჩაფიქრებული აღმოჩენების თამაში ..

ვიცი, რომ ჩემი არ არის, აღქმული ილუზიაა ..
რასაც ასახავს თვალები,  რასაც მკარნახობს გონება ..
კმაყოფილებას დავეძებ, მინდა კითხვები დავუსვა ..
და თუ როგორმე ჩავჭერი  ხელი არასდროს გავუშვა ..


( ეხლა დრო არ მაქვს, ვიშოვი და გავაგრძელებ   :)

No comments:

Post a Comment