Wednesday, June 13, 2012

* * * მაიკო ფერაძე



მივაბოტებ ამ ცხოვრების შარაგზაზე,
ვინ რა იცის რა არ გადამხდენია...
მაგრამ ქარმა მიმოფანტა ყველაფერი
ისე, თითქოს სულაც არ მიცხოვრია...

ფეთქავს, ფეთქავს დაგროვილი გულში დარდი,
დარდი არა - სასიკვდილო იარა,
ყურძენივით წურავს ამ გულს ჩემიანი
და ამივსებს სისხლი ცრემლად ფიალას...

შევიფერთხე ტკივილის და დარდის კაბა...
შენ გადმოგცემ ამ სისხლიან ფიალას...
გინდა შესვი, ჩემი სულით გაიჟღინთე, 
გინდაც წვიმას შეამატე, ნიაღვარს!..

...ისევ ჩუმად მოწანწკალებს სისხლის წვეთი,
ახლა თავად პეშვს შევუშვერ ფიალად...
ისევ ისე მივაბოტებ შარაგზაზე
და ცხოვრება მეც გამატანს ნიავქარს...

No comments:

Post a Comment