Sunday, June 24, 2012

ვაუქმებ გამოცდებს სიყვარულში... *** ცირა ბარბაქაძე***


# # #
ვაუქმებ შუქნიშნებს გადასასვლელებზე,
ჭაღარას _ თმებში...
რისხვას _ გულში...
ვაუქმებ სიყვარულის სამკუთხედებს
და  ვტოვებ წრფეებს...
ასე უფრო წრფელია.
ვაუქმებ დამარცხებებს და გამარჯვებებს,
ვაუქმებ გამოცდებს სიყვარულში...
და ვაუქმებ, ცხოვრებას, როგორც გამოცდას...
ნეტა როგორ იცხოვრებენ ადამიანები...?

24.06.2012

No comments:

Post a Comment