# # #
უკვე რამდენი ხანია,
კედელს ველაპარაკები...
აი, ამას... ფეისბუკის კედელს...
ჩემი კედელი გახნილია...
ისიც მეყოფა, მე რომ ვარ ჩაკეტილი.
ადვილია ლაპარაკი, როცა მეორე მხარე დუმს...
ამ დროს სულერთია: ღიაა თუ დახურული კედელი, _
ის ყოველთვის შენი ანარეკლია...
თუ ჩემსავით არ იტყუები, რა თქმა უნდა...
კედელო, კედელო, არ გინდა, ჩამოიშალო...?
არ გინდა, რამე მითხრა...?
მართლა რა კედელივით აღმართულხარ
ჩემსა და ჩემ შორის...?
რაც გინდა, ის უთხარი,
როგორც გინდა, ისე უთხარი...
ერთი აგურიც კი არ ჩამოუვარდება...
ქვევრი მაინც იყოს: ჩასძახებდი, ამოგძახებდა...
ჩასძახებდი _ ამოგძახებდა...
გეგონებოდა, რომ იქ ვიღაც არის,
ვისაც შენი ესმის...
აი, კედელი კი...
რაც გინდა, თქვი... რამდენიც გინდა, თქვი...
როგორც გინდა, თქვი
და თუ გინდა,
ცერცვიც შეაყარე....
24.06.2012
No comments:
Post a Comment