&
გათენებისას მივატოვე სიზმრები,
რომელშიც შენ იყავი...
სიზმრებში გითხარი: მეყოფა სიზმრები!
პირის ნაბან წყალს გადავაყოლე ჩემი ეჭვები _
იქნებ არ ღირდა...
სარკეში იმას... ჩემს მეორეს ვუთხარი:
მე გავწყვიტე შიშის ყულფი,
შენ თუ გინდა, დარჩი სარკეში,
მე წავედი...
ვერაფერმა შემაჩერა:
ვერც შავმა კატამ გზაზე,
ვერც ამინდის პროგნოზმა, რომ დღეს ქალაქში
მოსალოდნელია ისეთი სიცხე,
თუ გარეთ გახვალთ,
თქვენ მაგივრად დარჩება ჩრდილი...
მოვატყუე ყველა, ვინც გზაზე შემხვდა...
მოვატყუე ყველა,
საკუთარი თავის გარდა...
როგორც იქნა, მოვედი შენამდე
და გეკითხები:
გუშინ აქედან რომ გავედი,
შენ გვერდით თავი დავკარგე
და ხომ არ გიპოვნია...? (27. 07. 2011)
სჯობდა, მყვარებოდა ჩიტი, თბილ ქვეყნებში წამსვლელი,
ReplyDeleteუკან ბრუნდებიან ჩიტები ზაფხულის ჟამისთვის
თვალს ვხუჭავ და ქრება სამყარო, სავსებით, ასე რომ,
ვინ იცის, იქნებ შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობ.თამო.
გათენებისას მივატოვე სიზმრები,
ReplyDeleteრომელშიც შენ იყავი...
სიზმრებში გითხარი: მეყოფა სიზმრები!
პირის ნაბან წყალს გადავაყოლე ჩემი ეჭვები _
<3 <3 <3
მოვატყუე ყველა,
ReplyDeleteსაკუთარი თავის გარდა...
როგორც იქნა, მოვედი შენამდე :) :) დალულა.
წერტილი. ასე იწყება დაღლა.
ReplyDeleteვხუჭავ თვალებს და ვამხელ სიზმრებს,
რომლებსაც უკვე ვერასდროს ვნახავ
წყალს გავაყოლებ და არ ავიხდენ. თამო.
please keep sharing of knowledges with us.Thanks a lot for your great posting.
ReplyDelete