Sunday, November 13, 2011

ამ ტექსტსაც რომ გადაშლი...დამინახავ... ""ცირა ბარბაქაძე""


* * *

პალიმფსესტია ჩემი ტექსტები...
ზედა ფენას ყურადღებას ნუ მიაქცევ,
გადაფხიკე...
ფრთხილად... მშვიდად... აუღელვებლად...
როცა წაიკითხავ, ისევ გადაფხიკე...
ისე, თითქოს მზის ამოსვლას უყურებ...

პალიმფსესტია ჩემი ტექსტები _
ყველაფერს, რასაც წაიკითხავ,
გადაშალე...
ნუ დაიღლები...
შენ ხომ მზის ამოსვლას ელოდები...
ფრთხილად...
არცერთი შრე არ უნდა დააზიანო...
მე ვგრძნობ, როცა არასწორად კითხულობ...
ყოველთვის არ გეტყვი.

შენ ჩემს სულს ფცქვნი ახლა...
მე მაინც გეუბნები: გადაფხიკე...
_ ვაი...
არა, კი არ მეტკინა... რაღაც არასწორად წაიკითხე...
კანით ვიგრძენი.

_ ფრთხილად, ხომ გითხარი,
ისე, როგორც მზის ამოსვლას ელოდები...
აი, ფერები რომ ენაცვლება ერთმანეთს, როცა თენდება...
იისფერი, მოლურჯო, მოვარდისფრო...
შენს დუმილს ვგრძნობ...

ამ ტექსტსაც რომ გადაშლი...
დამინახავ...

12.11.2011

4 comments:

  1. სიზმარს გიყვები -
    დაფაზე ნაწერ,
    უტყუარ პასუხს, –
    თვალდახუჭული რომ ვკითხულობდი...მიყვარდი. ავახილე თვალი და მიყვარხარ, იისფრად, ლურჯად და მოვარდისფროდ. დუმილი მასწავლე. თ.

    ReplyDelete
  2. :* :* :* <3
    ლამაზიაააა თააამ

    ReplyDelete
  3. I love this post very much.please keep sharing of knowledges with us.

    ReplyDelete
  4. I love this post very much.please keep sharing of knowledges with us.
    Sports Bets

    ReplyDelete