Sunday, November 27, 2011

მიდიხარ ***როინ აბუსელიძე***

ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,
იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა
მიდიხარ.
შენი წვრილი ქუსლები
აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად


მიდიხარ.
ჩემს თავს ვეღარ ვერევი.
ფეხის ხმა წყდება სადღაც კარს იქით,
მინდა სიკვდილი და ეს ნერვები
ხელში მიჭირავს კონტრაბასივით


თუმც  ვიცი ღამით დავიბოღმები
და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,
მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,
რადგან_
მიდიხარ
ისე ლამაზად!..


2 comments:

  1. მოუსვლელშიც რომ დავიმალო, მაინც ვერსად წავალ საკუთარი თავის იქით... ანუ შენს იქით, ვივლი, ვივლი გადაივლი და მაინც საკუთარ თავს დავუბრუნდები ეს ყოველ წამს ხდება თითქმის. "თუმც ვიცი ღამით დავიბოღმები
    და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ," მიყვარს შენ დადებულ ლექსებში |შემოხეტება ლელა. თამო.

    ReplyDelete
  2. გენაცვალეეეე, მიხარია ძალიან :* :*

    ReplyDelete