გინდა? - არასოდეს დამეკარგო,
თუნდაც სულ არაფერს დამპირდე...
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ -
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?.
ასე შორი არი ღმერთი რახან,
გზები ვიახლოვოთ შორივე,
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ
ოღონდ მარტო არა... ორივე....
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე,
მარტში აპრილს სითბო გამოართვი
და შენს მაისებად მიხატე..
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე...
ხელი აღარავის დავუქნიოთ
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ....
ვიდრე ატომებად დავიშლებით,
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს
შენი ოთახი და ბალიშებ
იჩემი ღიმილებით მოგირთო?.
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო,
სითბო ვატრიალოთ მორევად...
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ,
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე.
No comments:
Post a Comment