ცივა, ამინდია მოჟამული,
კაწრავს თებერვალი ნერვებს,
ახლა ეს ცხოვრება დეჟა-ვუა,
მაგრამ ძველებურად მტვერი.
წვიმს და სისველეა ფარდობითი,
სისხლი ლამისაა გაშრეს,
დრო უსურვილობამ გამოფიტა,
კედელზე კიდია კაშნე.
ელვამ ცას ვენები დაუსერა,
ღრუბელს ეფლითება ხორცი,
გდია მაგიდაზე მაუზერი,
მიდი, გატენე და... მორჩი.
:D kashne momewona :D
ReplyDeleteკიიი, სიუჟეტურად ძალიან უხდება უსაასრულობისაგან გამოფიტულ დროს და ხორცებდაფლეთილ ღრუბელს... მარტოობას და მაგიდაზე მრავალმიშვნელოვნად დაგდებულ მაუზერს :)
ReplyDelete