მითხარი,
როგორა ხარ?
ტრაფარეტული პასუხი:
"გმადლობ, კარგად",
"გმადლობ არამიშავს",
ან – "ისევ გრიპი მაქვს"...
არ გამაგონი...
მითხარი, როგორა ხარ?
მაშინ, როცა იღვიძებ,
როგორ ეწყობა სამყარო შენ გარშემო?
თუ გიფიქრია,
ნეტავ წელიწადის რომელი დროა გარეთ? –
სანამ გამოფხიზლდები და
ცივ წყალს შეისხამ სახეზე?
როგორა ხარ?
მითხარი, რას ფიქრობ მაშინ,
როცა წითელი შუქნიშანი გაჩერებს
მოულოდნელად, გინდა თუ არა...
რას ფიქრობ:
"ეეჰ, რა დროს წითელი იყო...
თუ: ცხოვრება სხვანაირია, როცა ჩერდები!"
როგორა ხარ?
როცა მიდიხარ... მიდიხარ და
დრო არ გყოფნის, 24 საათში ჩაატიო
იმ დღის გრაფიკი...
რომელია შენი პასუხი:
"ნეტავ, 24 საათში 48 საათი იყოს",
თუ:
"რა იქნება ხანდახან გაჩერდეს დრო!"
როგორა ხარ...
როცა ხვალინდელი დღე
უკვე გუშინდელში გადაიტანე
და დღევანდელში უკვე ზეგინდელია...
შენ სად ხარ ამ დროს?
No comments:
Post a Comment