ახლა გარეთ შემოდგომა დადის,
ახლა სულშიც იპარება სიცივე,
გამიცოცხლდა ოდინდელი დარდი
და ვერაფრით, ჰო, ვერაფრით ვიცილებ...
ახლა მიწა მინდვრის ქულას იცვლის,
დღეების წინ მზეს გულზე რომ მახლიდა,
- იცი? შენთან ყოფნა მინდა, იცი? -
ვჩურჩულებ და... გამოვდივარ სახლიდან!..
No comments:
Post a Comment