skip to main |
skip to sidebar
*** თამაზ ბაძაღუა
* * *
მე გავიფიქრე რა ადვილია ლექსების
წერა,
როდესაც გტკივა ღამის სიჩუმე.
მე გავიფიქრე: რა ადვილია
სიყვარული,
როდესაც თმების სუნიც
გაბრუებს.
მე გავიფიქრე: რა ადვილია
სიკვდილი,
როდესაც ასე გიყვარს
სიცოცხლე...
No comments:
Post a Comment