ფოთლების წვიმაში დავიწყებ ხეტიალს,
სიწითლემ გაკვალა გზა;
როგორც შემთხვევა და როგორც გაოგნება –
ზურმუხტებს არიგებს ბზა;
გვიან შემოდგომას წააგავს აგვისტო,
მწარე ბედისწერას მზე;
დრომ, როგორც ოცნებამ,გზაზე გადამისწრო,
კალოზე მოფენილა ბზე;
ნაბზევებს, ნამზევებს,დაშაშრულს, დაქარულს,
ასკილი მაგებებს ბარდს,
აღარ მცნობს გარუჯულს ზაფხულის თაკარით
მის მეგობარს და ბარდს;
ფოთლების წვიმაში დავიწყებ ხეტიალს;
ანთებად ქცეულა გზა;
სამძიმარს მიცხადებს –კლდის ჭირისუფალი,
ზურმუხტაკინძული ბზა.
No comments:
Post a Comment