უძღები ცოდვილი მოვსულვარ ხატებთან,
გული დამიმძიმდა ცხოვრებით დარდიანს.
ხან უფალს ვაბარებ ჩემს აზრებს დაბინდულს,,
ცხოვრებას ვავედრებ მე წმინდა მარიამს!
არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,
არ ვიცი რა არის აწი მომავალი.
სიკვდილი სიცოცხლეს აჯობებს ოდესღაც,
მაგრამ გამიხსენებს მე შთამომავალი.
ოღონდ სულიწმინდამ მიმიღოს თავისთან,
ოღონდ მომიტევოს უფალმა ცოდვები.
მე გარდავიცვლები მხოლოდ ამ ქვეყნიდან,
მჯერა და მწამს რომ არასდროს მოვკვდები.
ტაძრის დარაბასთან თავი მაქვს დახრილი,
მოვსულვარ ცოდვებით აღდგომის წირვაზე.
სულო ჩაფერფლილო! შენც მოგეტევება,
ოღონდ სინანული უსაზღვრო ინატრე!
არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,
როგორ გარდვისახე ღამის ელეგიად?!
რატომ დამამძიმეს მე ასე ცოდვებმა,
სული ნეტარებას როგორ შეელია?
მინდა რომ ცხოვრება უფლისთვის გავწირო,
მინდა უკვდავება სულისა მწამდეს.
და როცა მოკვდები აკვანში ჩამდეთ,
რომ დასასრული დასაწყის ჰგავდეს!
No comments:
Post a Comment