ოთხი კედელი და კედელში გაჭრილი კარი.
მარჯვნივ _ ფანჯარა და სარკმელი მზირალი მარცხნივ...
ჭერში _ ნათურა, ნათურაზე _ ობობის ხლართი, იატაკზე _ ნაფეხური, წამსვლელისკვალი...
კარები _ ღია, გისოსები _ ფანჯარების მიღმა...
ჰაერის ნატვრით დაჟანგული საკეტი სარკმლის...
გზაგასაყარი.
ოთხი გზა და ოთხივე ხსნილი...
ოთხგზის _ ვაითუ, ოთხჯერ _ იქნებ, ოთხი _ არ ვიცი...
ნაბიჯი ერთი _ ცერზე დგომა...
ნაბიჯი ორი _ მოსასვლელი ისედაც მოვა...
ნაბიჯი სამი _ სხვა გზა სჯობდა...
ნაბიჯი ოთხი _ დასასრული... და ოთხით ხოხავ...
ოთხი ფიცარი, ხის გალია, გვირაბი ცაში...
მიწაში თხრილი _ მიწა იყავ, ოთხი ფიცრის გემართა ვალი.
გადაიხადე!!!
მიწის ზემოთ ხის ოთხი ფრთა, ჯვარი დგას და ...
თვლიან მიწაზე:
ოთხი კედელი, ოთხი გზა და ოთხი ფიცარი...
___________
სულს არტახებს ზეცაში ხსნიან...
No comments:
Post a Comment