Wednesday, October 12, 2011

ნუთუ მართლა..........**ნიკო მიქაია**


ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში,
ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა?
ნუთუ მართლა დამივიწყე უკვე
და დაიწყო საუკუნო გლოვა.

ნუთუ აღარ დაბრუნდები აწი,
დამიტოვებ შენზე დარდს და ფიქრებს.
ნუთუ ვეღარ შევეხები აწი,
შენს ლამაზ და გაფითრებულ თითებს.

ნუთუ ასე გაგრძელდება მუდამ,
არ შეწყვიტავს ეს ზამთარი თოვას.
ის აქ არის, შენს გულშია მარად,
დაელოდე პაემანზე მოვა.

დაიდარებს და დადნება თოვლი,
ისევ დავკრეფთ ერთად წითელ ვარდებს.
მზის შუქი და სხივი კვლავ გაათბობს,
გულზე თეთრად ჩამობარდნილ დარდებს.

არ იდარდო, იცოდე რომ მალე,
ჩვენს ეზოშიც გაზაფხული მოვა.
ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში,
ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა.




6 comments:

  1. გზა ფართოა.
    გზაზე თოვლია და აუცილებელი კადრები:
    შეჭმუხნილი ხეები,
    ჭუჭყიანი მანქანები და
    გატანილი ძაღლი – წყვეტილ ხაზებზე.
    მუშები განათების ბოძებს ღებავენ.
    ბოძები ჟანგიანია.
    ღამით ჟანგი არ ჩანს,
    ბორდიურს ჩრდილები ფარავენ,
    კადრები იყინება.

    ოდესმე მომიყვები აუცილებელ კადრებზე,
    გზაზე რომ შეგხვდა.
    თვითონაც ვნახავ. თამო

    ReplyDelete
  2. თამოოო არ იდარდოო, ჩვენს ეზოშიც გაზაფხული მოვაა :* :* <3 <3 <3

    ReplyDelete
  3. http://www.youtube.com/watch?v=da-REciz4nw&feature=related

    ReplyDelete
  4. თოვლიანი გზებია, შენ რომ გელოდებიან
    ...
    ფიფქებს იქით დაგინახავ იქნებ :)

    თაამ ლამაზი და სევდიანი სიმღერაა და ისტორიაც :)თემატურად ახლოსაა ამ ლექსთან, დავდებ ეხლა მაგ ვიდეოს აქვე :*

    ReplyDelete
  5. გაიხარე ლელა.

    ReplyDelete