
უხმოდ ჩაიღვენთა სანთელი შანდალში,
:ჩუმად გაუკვდავდა ჩვენი მარტოობა:...
ეს მე ვლოცულობდი იმ ღამით საყდარში
...მზე სხივებს იკრებდა, იდგა ალოობა.
ხმა ვერ მივაწვდინე ვერაფრით ღვთისმშობელს,
სამრეკლოს ზარებიც საოცრად დადუმდნენ...
წმინდაო მარიამ, დავთმობ თვით სიცოცხლეს--
ოღონდაც, ჩავლილი დღეები დაბრუნდეს.
...იდგა გაზაფხული, ბუნება ხარობდა,
ხეებმაც სიმორცხვით გაშალეს კვირტები...
ვიცი, გენატრები...და მაინც, რატომღაც
ვერაფერს, ვერაფერს ვეღარ შეგპირდები.
No comments:
Post a Comment