
ჩამოვისვენებ სტრიქონებზე,
რადგანაც მხოლოდ
აქ შემიძლია მოგიხელთო,
სულით შეგეხო...
მე ვგრძნობ შენი სუნთქვის არითმიას,
რომელიც ჩემს ლექსს
რითმას დააკარგვინებს,
გაათავისუფლებს არტახებისგან
და ეტყვის:
წადი, საითაც გინდა...
შენი ტექსტიდან ჩემს ტექსტებში
კარი გაიჭრა,
სად წამსვლელი ვარ?
მოდი, ეს სივრცე ერთად მოვაწყოთ:
ჩამოვარიგოთ მეტაფორები
სარკმელებივით...
შენა ხარ ჩემი ჰიპერბოლა _
მე შეგნებულად გაგაზვიადე,
რომ გამიჭირდეს მოსვლა შენამდე.
No comments:
Post a Comment