
თოვს... მენატრები...
ცივათ ვარსკვლავებს,
გადამალულებს ზეცის უბეში,
მერე ფიფქები ტკივილს გასხლავენ
და ნათოვარზე მოვა ნუგეში.
სხეულის იქით სხვა... სულეთია,
შემოდის ღამე - ლექსის მრითმავი,
თოვს... მენატრები
და სულერთია,
ოღონდ მოდი და რამე მითხარი...
შორსა ხარ ახლა,
ცხრა მთის გადაღმა,
დავიწყებულო ზამთრის არაკო,
თოვლი წამოვა ისევ ამაღამ,
ლექსებით უნდა გელაპარაკო...
No comments:
Post a Comment