ჩემი გაზაფხული ისე ჰგავს იანვარს,
როგორც შენს ფორთოხლისფერ მხრებზე მიკრული
გვირილებით მოხატული ჩემი კაბა-
ახლა საკიდზე აპრილის ანაბეჭდებს რომ იმეორებს. . .
უშენო გაზაფხულის იანვარია. . .
მოქმედების დროა:
გააღე კარი,
შემოდი,
მოიხსენი დუმილის ტვირთი,
გაიხადე მტვერი და ჭუჭყი,
დახსენი ნერვული თასმები და გათავისუფლდი;
გახსენი თმენის შესაკრავები და ფიქრის ღილები,
კაბის საკიდიდან გადმოფინე გვირილები,
დაყარე ფორთოხლები შენი მხრებიდან,
გაშიშვლდი - გულის შიგნით გაშიშვლდი,-
შემმოსე შენი მკლავებით
და. . .
დამიცავი, დამიცავი,
გაზაფხულის იანვრისგან. . .წიგნიდან ” გ ი ვ ე რ გ ი ლ ”
No comments:
Post a Comment