Tuesday, June 14, 2011

თქვენ არა, მე კი..მიყვარხართ.. **გუჯა ბიძია**


თქვენ არა, მე კი..მიყვარხართ..
თქვენ არა,მე ვარ მდიდარი..
 სიცოცხლეს ჩემთვის  აზრი აქვს,
თქვენთვის ეს..ალბათ წინ არის..
ჯერ ალბათ დაგრჩათ ეს ყველაფერი-
სიცოცხლის აზრი,გემო და ფერი
კვლავ ძველებურად..
თქვენი წყალობით ჩემი სული კი
ცხოვრობს მეფურად,
თავისებურად..
და რომ მოგიყვეთ ამ ჩემს სულში
თუ რარიგი    გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ა
დაინანებდით..
კი არ მიწყენდით..
შეგშურდებოდათ და
მოიწყენდით..

მიტომც არ გეტყვით..ხო..ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა..
მე რომ ვხარობ და თქვენთვის ეს რომ დამალულია..
შ ე ნ ა ხ უ ლ ი ა..

როგორ მოგიყვეთ..
ჩემს გულისგულში როგორ გატაროთ..
გამილამაზეთ  როგოოორ  სამყარო..
მიღირს მე მართლაც
მარტო ამისთვის რომ შეგიყვაროთ..

მრცხვენია მართლაც,
ბედნიერებას რომ მაზიარეთ..
და ესე ტკბილად..ამაწრიალეთ..
თქვენ კი არც იცით,
თუ რა მაჩუქეთ..
ვერც კი იგრძენით,
არადა ახლოს კი ჩამიარეთ..

მიტომც გიმალავთ,
რომ მართლაც მივხვდი-
თქვენს ვალს  ვერასდროს   ვ ე რ    გ ა დ ა ვ ი ხ დ ი

მართლაც არ ვიცი.. ღმერთო ძლიერო
რა მივცე მე მას
ამის სანაცვლოთ..
რა მივცე    ა მ ი ს  სამაგიეროთ...

No comments:

Post a Comment