*** ისეთი სუფთა სიყვარულია, როცა მოდიხარ, დგება სახლში თოვლში გამშრალი, გახამებული თეთრეულის კამკამა სუნი. ისეთი თბილი სიყვარულია, როცა მოდიხარ, მე - თეთრეულზე ბამბის ძაფით ამოქარგული, გაყინული, თეთრი ყვავილი ვდნები, ვიშლები. სხვა არაფერი შემიძლია, ვიშლები-მეთქი, ნელ-ნელა ვქრები. ისეთი დიდი სიყვარულია.
No comments:
Post a Comment