Friday, May 27, 2011

სურვილი ჰარამხანადან **ლიკა ყიფშიძე**

...მე ველი,ველი....
სიყვარულს?–არა!
სურვილს შენსას
და ვირინდები,
იქნებ გავიგო ნაბიჯის ხმა,
აქ,ჩემს კარებთან!
...არა,არ ისმის!
დღეს სხვა არის შენი გამრთობი,
და ვნება ჩემი ჩემს სხეულში
შემართული ნაღმია, ახლა!
დეტონატორი?–მოგონება,
უკვე ძაფს ქაჩავს!
მე მახსენდება ჩვენი ღამე,
ღამე–პირველი!
მახსოვს ბეჭედი,თითებს არა,
სულს რომ მიწვავდა...
და ქალწულობა თეთრ ზეწარზე,
ხო,ფურცლებს გავდა,
ვარდებისას,ნაზად დაცვენილს!
სურვილებს შენსას,
სიყვარულის ედო ელფერი
და მე დამფრთხალი,
ნებას, შენსას, წყნარად მივენდე!...
მას მერე ჩემთან
რამდენჯერმე კიდევ იყავი,
მოფერებისას შენ იყავი,ისეთი,ჩემი,
თითქოს არ იყო,აქ ახლოში,
კარი იმდენი,
შენს შეღებას რომ ელოდა!
ხო,რამდენჯერმე...
ყოფნას შენსას გადაუსწრო წლებმა ჩემმა,
აქ ცხოვრების!
ახლა,კი,ახლა...
კვლავ მარტო ვარ,
ასე ლამაზი და მოვლილი,
მე ხომ მუდამ გელოდები?
მოხვალ?არ მოხვალ?
დავაცვითე ყვავილთ ფურცლები...
სარკეები,
სარკეები
ირეკლავენ ვნებებს ჩემსას!
მოვიხსენი დიადემა,
საბურველიც მოვიშორე...
და თმებს–ჩანჩქერს,
მკერდის უნდათ კვლავ მორევი!
არ მოგელი!არ მოგელი!...
ვკოცნი ტუჩებს მე სარკეში,
ტუჩებს ჩემსას...
გავიგრილე?–არა,ვერა!
გამჭირვალე აზღუდს ვიხევ,კი არ ვიხდი,
იციმციმეთ, სარკეებო, შეხედვისას!
და ვეხები...
მკვრივია და თანაც,ნაზი
მკერდი ჩემი!
სულ ვშიშვლდები....
და თითები,
კი არ ნაღმავს,სასხლეტს ქაჩავს!
ვიფანტები,
ნაწილებად ვიფანტები და მაცვივა,
დამსხვრეული სარკეების
ნაკუწ–ნაკუწ ანარეკლი!

1 comment:

  1. ძალიან ვნებიანი და შთამბეჭდავია...გრძნობათა თაიგულია უზარმაზარი, რომელიც ავდრიან ამინდს ელოდება, ქარმა დაუბეროს და სადღაც შორს ოცნებებში მიმოფანტოს ველად... მაგარია, მომეწონა...

    ReplyDelete