Wednesday, January 30, 2013

*** ნუციკო დეკანოზიშვილი***

რას აკეთებენ, როცა ხვნეშით მზე ყვინთავს ზღვაში 
და, მარგალიტის მძივით ყელზე, ბრუნდება დილით? 
რა გავაკეთო, როცა წლები მტოვებენ მარშით, 
როგორ შევიკრა, როცა ბოლოც ამიწყდა ღილი, 
ეს ჩემი ძველი, უღვთოდ ჭრელი, ფრიალა კაბა 
და უიმედოდ შეყვარებულ წყვილებში ჩავდგე,
ხომ გჯერა ჩემი, ან-აღარც კი...
და აბა,
აბა,
აბა,
მირჩიე-ტანი როგორ ავზიდო ცამდე...

2 comments: