ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვხედავ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.
ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.
მჭირდება ეს დაძაბულობა,
მჭირდება ამღვრეული სისხლი,
შენი სიყვარულისთვის.
და გწერ...
გწერ თვალდახუჭული,
რომ თვალუწვდენელ მინდორში მიფრინავს უცხო ფრინველი.
რომ არა ეს უემოციო სახეები,
რას განვიცდიდით?
რომ არა ეს სიძულვილის რეჟიმი,
როგორ შეგიყვარებდი?
ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვხედავ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.
ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.
ძლიერია ბორკილები,
ძლიერია მთელ ცხოვრებაზე შემოხვეული ჯაჭვი,
მაგრამ არც ჩვენი თავისუფლების წყურვილია სუსტი.
ორი კბილის ჯაგრისი ჩემს აბაზანაში
და ფეხებზე მკიდია,
ვინ გრძნობს თავს არაკომფორტულად ჩვენი ერთად ყოფნით.
შენი თითები ჩემი გულივით თბილია,
შენი გულივით თბილია ჩემი თითები.
და მე ვხედავ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.
ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.
მჭირდება ეს დაძაბულობა,
მჭირდება ამღვრეული სისხლი,
შენი სიყვარულისთვის.
და გწერ...
გწერ თვალდახუჭული,
რომ თვალუწვდენელ მინდორში მიფრინავს უცხო ფრინველი.
რომ არა ეს უემოციო სახეები,
რას განვიცდიდით?
რომ არა ეს სიძულვილის რეჟიმი,
როგორ შეგიყვარებდი?
ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვხედავ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.
ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.
ძლიერია ბორკილები,
ძლიერია მთელ ცხოვრებაზე შემოხვეული ჯაჭვი,
მაგრამ არც ჩვენი თავისუფლების წყურვილია სუსტი.
ორი კბილის ჯაგრისი ჩემს აბაზანაში
და ფეხებზე მკიდია,
ვინ გრძნობს თავს არაკომფორტულად ჩვენი ერთად ყოფნით.
შენი თითები ჩემი გულივით თბილია,
შენი გულივით თბილია ჩემი თითები.