სურვილს შეგიფუთავ
კუბოკრულ ,,ფოლგაში,,
ვერცხლისფერ თასმად
გავნასკვავ თავხედობას,
სუნამონაპკურევს
ჩავაგდებ ფოსტაში,
ზღაპრების მოსაყოლად
კლავიში არ გეყოფა.
იპოვი - მიპოვი...
წახვალ და დავრჩები...
შენს გზაზე გუბეა,
ჩემს გზაზე -ყანჩები,
კისერს იგრძელებენ,
საყურეს ირგებენ,
აქ მთვარის შუქია,
აქ ვერ გადარჩები...
სურვილი
თავხედი
როგორ გვანამცეცებს,
ვნებამისჯილების
მარხულ ულუფებად...
შენ დამნაშავე ხარ!
მე - შენი სასჯელი!
არადა, შორიდან
ვჩანდი ფუფუნებად...
კუბოკრულ ,,ფოლგაში,,
ვერცხლისფერ თასმად
გავნასკვავ თავხედობას,
სუნამონაპკურევს
ჩავაგდებ ფოსტაში,
ზღაპრების მოსაყოლად
კლავიში არ გეყოფა.
იპოვი - მიპოვი...
წახვალ და დავრჩები...
შენს გზაზე გუბეა,
ჩემს გზაზე -ყანჩები,
კისერს იგრძელებენ,
საყურეს ირგებენ,
აქ მთვარის შუქია,
აქ ვერ გადარჩები...
სურვილი
თავხედი
როგორ გვანამცეცებს,
ვნებამისჯილების
მარხულ ულუფებად...
შენ დამნაშავე ხარ!
მე - შენი სასჯელი!
არადა, შორიდან
ვჩანდი ფუფუნებად...
19.12.2011
სიმ–შვიდ–ე რაა? –
ReplyDeleteშვიდი სიმი – ხმაშეწყობილი,
ან ცისარტყელა,
მოხატული წარბი ღრუბლების...
...................
შენთან მშვიდად ვარ,
ხომ გეუბნები?..თამო