აქ, ჩემთან, ისევ წვიმა მოვიდა,
მანდ, შენთან, ღრუბლებს გადარეკს ქარი.
შენი ფერება დღეს თუ მომინდა,
ეს ჩემი ბრალი სულაც არ არი.
აქ, ჩემთან, მალე დაათოვს ბაღებს,
შენთან კი ამ დროს ყვავის მაისი.
მე შეგადარებ მაინც ზამბახებს,
თუმცა შენ გხიბლავს ედელვაისი.
მე შეგადარებ ამ ღამის მთვარეს,
როცა ვერცხლისფრად შეიფერება...
და ჩემი ბრალი სულაც არ არის,
თუ დღეს მომინდა შენი ფერება.
ახლა მთვრალი ვარ და ისე, ვითომ,
შემესვას ღვინო _ მთელი სარდაფი!
და მომენატრა, ალბათ, ამიტომ
შენი სხეულის ქარვა-სადაფი.
მანდ, შენთან, ღრუბლებს გადარეკს ქარი.
შენი ფერება დღეს თუ მომინდა,
ეს ჩემი ბრალი სულაც არ არი.
აქ, ჩემთან, მალე დაათოვს ბაღებს,
შენთან კი ამ დროს ყვავის მაისი.
მე შეგადარებ მაინც ზამბახებს,
თუმცა შენ გხიბლავს ედელვაისი.
მე შეგადარებ ამ ღამის მთვარეს,
როცა ვერცხლისფრად შეიფერება...
და ჩემი ბრალი სულაც არ არის,
თუ დღეს მომინდა შენი ფერება.
ახლა მთვრალი ვარ და ისე, ვითომ,
შემესვას ღვინო _ მთელი სარდაფი!
და მომენატრა, ალბათ, ამიტომ
შენი სხეულის ქარვა-სადაფი.
No comments:
Post a Comment