მდუმარედ სხედან ირგვლივ ლანდები,
ახლა ოთახში ჩუმი ლოცვაა.
რატომღაც მთვარეს აგვიანდება
მოსვლა, ფიქრებში ბინდი როცაა.
დავცქერი ზეწარს თეთრს და ვნებიანს,
აქ წუხელ ვიღაც თამარს ეძინა,
დღეს კი თითები დარდს ეხებიან,
ვცდილობ და მაინც არ გამეცინა.
სარკე ირეკლავს სევდას თვალებთა,
სადღაა ფიქრი - ცაზე დიადი...
მე ვზივარ ღამის ნატერფალებთან
და გვერდით მიწევს მშვიდი წყვდიადი.
No comments:
Post a Comment