Thursday, December 9, 2010
13 მარტი... **ირაკლი გაფრინდაშვილი**
ქარი წანწალებს , ღალატობს ზამთარს
და გაზაფხულში ეძებს დასაყრდენს...
მტრედებს მოსწყურდათ ფრთების გაშლა
და
- მზით გათბობა ნაზამთრალ საყდრებს .
დღესაც გაწვიმდა , აწვიმდა ცამეტს,
თან გვაუწყებდა დაზაფრულ ღამეს.
ცა ჩაჰყოლია შენს კაბას თარგში , და
აზვირთებულ ტალღას ჰგავს ქარში.
პულსი კი ისევ საფეთქელთან ცემს,
და ისევ შენი თმების სუნი მცემს...
კვლავ ვერ ვიძინებ ,ფიქრს ვურევ ღამეს
და თუ გათენდა - ხვალ დავწერ რამეს ...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment